სამართალწარმოება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

უფასო
რეგისტრაცია
სამართალწარმოება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

სამუშაო შეხვედრა N2

2.1 გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში საქმისწარმოების განსხვავება სტრასბურგის სასამართლოში დავის წარმოებასთან შედარებით

სესიის მიზანი: მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში დავის წარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმისწარმოებასთან შედარებით.

მეთოდი: ინტერაქციული ლექცია (60 წთ.)

აღწერილობა: ტრენერი განიხილავს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებსა და სტრასბურგის სასამართლოში საქმისწარმოების მსგავს და განსხვავებულ ასპექტებს. კერძოდ, გაანალიზდება საქმსიწარმოების ყველა ეტაპი და რელევანტური საკითხი, როგორიცაა:

  • დასაშვებობის კრიტერიუმები;
  • ვადები;
  • კომუნიკაციის საშუალებები;
  • საჩივრის ფორმალური შემოწმების სიმკაცრე;
  • საქმისწარმოების ენა;
  • მტკიცებულებების სტანდარტი;
  • გადაწყვეტილების სამართლებრივი ძალა;
  • გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.

 

მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო/დისკუსია (60 წთ.)

აღწერილობა: ინტერაქციული ლექციის შემდეგ მონაწილეებს დაურიგდებათ ჰიპოთეტური ფაბულები, რის საფუძველზეც გაიმართება დისკუსია კონკრეტულ შემთხვევაში უფლებების დაცვის რომელი საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება იქნება მიზანშეწონილი და რატომ.

 

2.2. რელევანტური პრეცედენტებისა და წყაროების მოძიება

სესიის მიზანი: მონაწილეებმა ისწავლონ საერთაშორისო ორგანოებში დავისწარმოებისთვის აუცილებელი პრეცედენტებისა და მასალების მოძიება.

 

მეთოდი: ტრენინგი-პრეზენტაცია (120 წთ.)

აღწერილობა: ტრენერი მონაწილეებისთვის გააკეთებს ვიზუალურ პრეზენტაციას როგორ უნდა იქნეს მოძიებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი პრეცედენტები და საერთაშორისო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტები. კერძოდ, მოხდება შემდეგი წყაროების ვიზუალური პრეზენტაცია:

  • გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ გამოცემული ზოგადი კომენტარები;
  • გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოების თემატური დოკუმენტები;
  • გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა;
  • სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებული თემატური დოკუმენტები;
  • ცალკეული ადამიანის უფლებების მიხედვით ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები.

 

ვიზუალური პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრეცედენტების საძიებო სისტემების დეტალურ ანალიზს, რათა ტრენინგის მონაწილეებმა შეძლონ სასურველი გადაწყვეტილებების მოძიება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა:

  • საკვანძო სიტყვები;
  • გადაწყეტილების მიმღები ორგანო;
  • ენა;
  • მოპასუხე სახელმწიფო;
  • დარღვეული მუხლი/ადამიანის უფლება;
  • კონკრეტული სამართლებრივი თემატიკა;
  • გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი/პერიოდი;
  • საჭირო ფრაზების კომბინაცია.

2.3 საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები

სესიის მიზანი: განხილულ იქნეს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები და გაანალიზდეს მომჩივნისა და სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომები.

 

მეთოდი: დისკუსია (120 წთ.)

აღწერილობა: ტრენერი მონაწილეებთან ერთად გაანალიზებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მიერ საქართველოსთან მიმართებით განხილულ ყველა საქმეს. კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში სულ განხილულია 11 საქმე. აქედან, მიმდინარეა 5 საქმე, ხოლო 6 საქმეზე წარმოება დასრულდა (5-ზე დარღვევა დადგინდა, ხოლო 1 საქმე გამოცხადდა მიუღებლად):

  • ადამიანის უფლებათა კომიტეტი – დასრულებულია 3 საქმე. მიმდინარე საქმე არ არის;
  • ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი – დასრულებულია 1 საქმე და მიმდინარეა 2 საქმე;
  • ბავშვის უფლებათა კომიტეტი – მიმდინარეა 1 საქმე;
  • წამების წინააღმდეგ კომიტეტი – დასრულებულია 2 საქმე და მიმდინარე აგრეთვე 2 საქმე;
  • რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი – არ ყოფილა საჩივარი წარდგენილი.

დისკუსიის ფარგლებში გაანალიზდება როგორც დარღვევის დადგენის საფუძვლები, აგრეთვე მომჩივნების პრეტენზიების არ დაკმაყოფილების მიზეზები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ადვოკატის ლიცენზიის მქონე პირებს ან/და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

მონაწილეობა უფასოა.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების დროს გამოიყენონ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტები;
  • შეიტანონ გამართული საჩივრები ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში;
  • ეფექტურად წარმართონ დავა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში;
  • დაიცვან საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
  • მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.
მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია საქართველოში მოღვაწე ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
შინაარსი: კურსის ფარგლებში გაანალიზდება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში საქმისწარმოების პრაქტიკული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიმართ წარმოებულ საქმეებზე.
შედეგები: კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების დროს გაითვალისწინონ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტები, აგრეთვე მოამზადონ საჩივრები და დავა წარმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში.
სამიზნე ჯგუფი: კურსი განკუთვნილია ადვოკატებისთვის, რომლებიც საქმიანობას ეწევიან საქართველოში
ხანგრძლივობა: 14 საათი

 

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება შემდეგი განრიგით:

  • 2019 წლის 28 ნოემბერი ხუთშაბათი, 19:00 (3 სთ)
  • 2019 წლის 08 დეკემბერი კვირა 10:00 (8 სთ)
  • 2019 წლის 10 დეკემბერი სამშაბათი 19:00 (3 სთ)

რეგისტრაციის ვადა: 27 ნომბერი 2019 წ.

 

 

კურსთან ლექტორის კავშირი

კურსს გაუძღვება ორი ლექტორი:

გოჩა ლორთქიფანიძე

ხარისხი ფორდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრი
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
სფეროსთან კავშირი გოჩა ლორთქიფანიძე 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე და უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

2005 წელს იგი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში და სხვებს შორის, უძღვებოდა ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის  მიმართულებას.

2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულებას. გოჩა ლორთქიფანიძე გახლდათ საქართველოს მთავრობის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში.

გარდა აღნიშნული უმნიშვნელოვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილებისა გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში უძღვება სალექციო კურსებს ევროკავშირის სამართლის, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ბექა ძამაშვილი

ხარისხი სამართლის დოქტორი, ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრი (LLM, Queen Mary University of London)
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დაპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში
სფეროსთან კავშირი ბექა ძამაშვილს გააჩნია სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა და უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება. 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უძღვება სალექციო კურსებს „ევროკავშირის სამართალი“, „საქართველო-ევროკავშირის სამართლებრივი ურთიერთოებები“, „ევროინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები“.

არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია.

მას გააჩნია ევროინტეგრაციის თემაზე მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) დამფუძნებელი საქართველოში. 2008–2011 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2011–2013 წლებში ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი.

უშუალოდ იყო ჩართული ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. კერძოდ, ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს, რომელიც სამინისტროს შიგნით კოორდინაციას უწევდა ვიზალიბერალიზაციის  სამოქმედო გეგმის შესრულებას, რის ფარგლებშიც  მონაწილეობდა არაერთი ნორმატიული აქტის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში. აგრეთვე, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობდა საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგსა და ასოცირების ქვეკომიტეტების სხდომებში.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 3
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 14 საათი
  • რეგ. ვადა 27.11.2019
  • ფასი უფასო
  • რაოდენობა 20
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
ფორდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
უფასო
რეგისტრაცია