3.1 საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება
სესიის მიზანი: განხილულ იქნეს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმები.
მეთოდი: ინტერაქციული ლექცია (60 წთ.)
აღწერილობა: ლექციის ფარგლებში განხილული იქნება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების სამართლებრივი ბუნება, რომლებსაც არ აქვთ შესასრულებლად სავალდებულო ძალა. აგრეთვე, მიმოხილულ იქნება სხვადასხვა ქვეყნების მიდგომები გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაანალიზდება საქართველოში არსებული საკანონმდებლო მოცემულობა.
კერძოდ, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლების თანახმად, თუ არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება, პირს შეუძლია მიმართოს ეროვნულ სასამართლოებს ახლად გამოვლენილ/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის/გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით, სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში, ხოლო სამოქალაქო საქმეების შემთხვევაში – 6 თვის განმავლობაში. რაც შეეხება კომპენსაციის გაცემის საკითხს, ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ახალი VII14 თავი.
მეთოდი: ინტერაქციული ლექცია (60 წთ.)
აღწერილობა: მონაწილეებს დაურიგდებათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII14 თავის რელევანტური მუხლების ტექსტი და საქართველოს სასამართლოების მიერ უკვე განხილული საქმეების ფაბულები, რის საფუძველზეც გაიმართება დისკუსია რა ინდივიდუალური და ზოგადი ღონისიებების გატარების ვალდებულება არსებობს კომპენსაციის პარალელურად.
3.2 გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში საქმისწარმოება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის კონტექსტში
სესიის მიზანი: გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში საქმისწარმოების მნიშვნელობის შეჯამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის კონტექსტში.
მეთოდი: ინტერაქციული ლექცია (60 წთ.)
აღწერილობა: ლექციის ფარგლებში განხილულ იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც, სხვებს შორის, ცენტრალურ საკითხად განიხილავს დაზარალებულების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხს.
მონაწილეებს შორის გაიმართება დისკუსია თუ რა დანიშნულება აქვს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში საქმისწარმოებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის კონტექსტში.
დასკვნითი ნაწილი (60 წთ.)
სესიის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა განვლილი სესიების შეჯამებას და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრენერს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.