1.1 გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ ინდივიდუალური საჩივრების განხილვის მანდატი
სესიის მიზანი:
ტრენინგის მონაწილეთა ინფორმირება საქართველოს მიერ აღიარებული გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების საქმიანობის შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია საქართველოს წინააღმდეგ საქმისწარმოება. გაანალიზდება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში საჩივრის შეტანისა და შემდგომი საქმისწარმოების სამართლებრივი ასპექტები.
შესავალი ნაწილი (20 წთ.)
სესიის შესავალი ნაწილი დაეთმობა ექსპერტის მისალმებას/თვითპრეზენტაციას; კურსის თემებისა და მიზნების წარდგენას; დღის წესრიგის გაცნობას; მონაწილეების გაცნობას; კურსთან დაკავშირებული მოლოდინების იდენტიფიკაციასა და კურსზე მონაწილეობის წესების გაცნობას.
მეთოდი: დისკუსია (20 წთ.)
აღწერილობა: დისკუსიის ფარგლებში იდენტიფიცირდება რა იციან მონაწილეებმა გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისა და მათი კვაზისასამართლო ფუნქციების შესახებ, რაც გათვალისწინებული იქნება შემდეგი სესიებისა და აქტივობების ფარგლებში.
მეთოდი: ინტერაქციული ლექცია (50 წთ.)
აღწერილობა: ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტისა და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეგულირების სფეროები და ფუნქციონირების პრინციპები.
ყურადღება გამახახვილდება ხსენებულ კომიტეტებში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებზე. კერძოდ, გაანალიზდება დასაშვებობის შემდეგი წინაპირობები:
აგრეთვე, განხილული იქნება საჩივრის წარდგენის დროს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა.
მეთოდი: კაზუსებზე მუშაობა (30 წთ.)
აღწერილობა: მონაწილეებს დაურიგდებათ რამდენიმე ჰიპოთეტური კაზუსი, რომლის ფარგლებშიც მოუწევთ იდენტიფიცირება დასაშვებობის რომელი კრიტერიუმი არის დაკმაყოფილებული და რომელი არა. კაზუსების განხილვის შემდეგ ტრენერი შეაჯამებს I სესიას.
1.2 გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში საქმისწარმოების პრაქტიკული ასპექტები
სესიის მიზანი: გაანალიზდეს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში საჩივრის შეტანისა და შემდგომი საქმისწარმოების პრაქტიკული ასპექტები.
მეთოდი: ტრენინგი-პრეზენტაცია (40 წთ.)
აღწერილობა: ტრენერი მონაწილეებისთვის გააკეთებს ვიზუალურ პრეზენტაციას თუ როგორ უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისის ოფისის (OHCHR) ვებგვერდი საჩივრის მომზადებისთვის. კერძოდ, მონაწილეები უშუალოდ ნახავენ თუ როგორ შეიძლება საჩივრის სპეციალური ფორმის გადმოწერა, რის შემდეგაც დეტალურად გაანალიზდება საჩივრის ფორმის თითოეული კომპონენტი. ტრენინგის მონაწილეებს აგრეთვე მიეწოდებათ ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებთან საკონტაქტო საშუალებების შესახებ (ფოსტა, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა).
მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო (60 წთ.)
აღწერილობა: მონაწილეებს მიეცემათ ჰიპოტეთური ფაბულა, რის მიხედვითაც მოუწევთ გაეროს რელევანტური კომიტეტის იდენტიფიცირება და საჩივრის ფორმის შევსება. აღნიშნული პრაქტიკული სავარჯიშო მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს შეაფასონ, რამდენად სწორად აითვისეს გაეროს კომიტეტებში საჩივრის წარდგენის საკითხები.
მეთოდი: პრაქტიკული სამუშაოს შეჯამება (20 წთ.)
აღწერილობა: ტრენერი მონაწილეთა იდენტიფიცირების გარეშე გამოავლენს საჩივრის შევსების დროს დაშვებულ უზუსტობებს და ახნის თუ როგორ უნდა მომხდარიყო კონკრეტული კომპონენტების სწორად შევსება.