საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოში

250.00 GEL
რეგისტრაცია
საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოში

საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყება

  • საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია;
  • საკონსტიტუციო სარჩელის ფორმა და სარჩელის ტექნიკური პარამეტრები;
  • ნორმატიული აქტის კრიტერიუმები საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის;
  • რომელი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში?
    • კონსიტუტუციური კანონი;
    • კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობა;
    • ინდივიდუალური აქტის (სასამართლო აქტების) არაკონსტიტუციურობა;
    • ზემდგომი აქტის გასაჩივრების ვალდებულება;
  • ნორმატიული აქტის ცვლილება/დამატების გასაჩივრება საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში;

კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ცოდნა საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

 

მიზანი სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს მისცეს ცოდნა საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი შესაძლებლობა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
შინაარსი კურსის შინაარსი მოიცავს შემდეგ საკითხებს – საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირება, სასამართლოსთვის მიმართვის სუბიექტები, მისი უფლებამოსილების ფარგლები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გავლენა საერთო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებაზე.
შედეგები კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ ცოდნა საკონსტიტუციო სასამართლოსთან და საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია იურისტებს გამოადგებათ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
სამიზნე ჯგუფი კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისა და მოხელეებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ან გეგმავენ პრაქტიკულ სამართალწარმოებას საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს:

  • ექნებათ ზუსტი წარმოდგენა საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მოქმედ კანონმდებლობაზე;
  • ეცოდინებათ საკონსტიტუციო სარჩელების მიმართ დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმები;
  • მიეწოდებათ ინფორმაცია საკონსტიტუციო სარჩელების წერის პრაქტიკული ასპექტების შესახებ, რის შემდეგაც მათ გაუადვილდებათ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  • შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება ოთხშაბათობით. კურსი დაიწყება 2018 წლის 20 აპრილს და დამთავრდება 2018 წლის 23 მაისს.

 

კურსთან ლექტორის კავშირი:

გიორგი ბურჯანაძე

ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი, სისხლის სამართლის მაგისტრი. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრი
სამსახურებრივი პოზიცია სახალხო დამცველის მოადგილე
სფეროსთან კავშირი გიორგი ბურჯანაძე 2009-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2010-2011 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, მართლმსაჯულების დეპარტამენტში. 2012-2014 წლებში იგი მუშაობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“.

2014-2018 წლებში გიორგი ბურჯანაძე საქმიანობდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში, ჯერ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორად და შემდგომი 2 წლის განმავლობაში იმავე პროგრამის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

სხვადასხვა დროს გიორგი ბურჯანაძე იყო ევროსაბჭოს, OSCE/ODIHR, OHCHR-ის, GIZ-ის, UNDP-ის და UN Women-ის სამართლებრივი ექსპერტი.

გიორგი ბურჯანაძის ავტორობით მომზადებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელთაგან აღსანიშნავია ფარული მიყურადების მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირების შემზღუდველი ნორმების გაუქმება.

მისი ავტორობით მომზადებულია კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში დაწესებულ შეზღუდვებს, სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა დაკითხვის წესისა და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების მოქმედი წესის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნას.

გიორგი ბურჯანაძე არაერთი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის ერთ-ერთია „ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა“, რომელიც 2013 წელს გამოიცა.

2012 წლიდან გიორგი ბურჯანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, თემა – „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტები სისხლის სამართლის პროცესში“.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 6
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 12 საათი
  • რეგ. ვადა 19.04.2018
  • ფასი 250 ლ.
  • რაოდენობა 15
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
სახალხო დამცველის მოადგილე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრი
250.00 GEL
რეგისტრაცია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *