სასწავლო კურსების უმაღლეს ხარისხს განაპირობებს:

  • უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი – განათლების ევროპული ცენტრის ლექტორები და ტრენერები არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები, რომელთაც გააჩნიათ არა მხოლოდ სიღრმისეული თეორიული ცოდნა, არამედ უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება სასწავლო კურსის ფარგლებში განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებით. აკადემიური პერსონალის შერჩევის წინაპირობაა მათი უშუალო და აქტიური პრაქტიკული საქმიანობა სფეროში.
  • სწავლების ევროპული სტანდარტის მეთოდები – ყველა სასწავლო კურსი აგებულია პრაქტიკულ და ანალიტიკურ სამუშაოებზე. განათლების ევროპული ცენტრის მეთოდოლოგია უზრუნველყოფს არა უბრალოდ ინფორმაციის გადაცემას, არამედ საჭირო ინფორმაციის ანალიზსა და პრაქტიკულ გამოყენებას.

განათლების ევროპული ცენტრის სასწავლო კურსები გაძლევთ შესაძლებლობას თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ ისე, რომ დაზოგოთ დრო და ფინანსური რესურსი:

  • კურსის ფარგლებში საჭირო ყველა სასწავლო მასალა გადმოგეცემათ ჩვენ მიერ და არ დაგჭირდებათ ძვირადღირებული ლიტერატურის შეძენა;
  • სასწავლო კურსები წარიმართება ისე, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განხილულ იქნეს სალექციო საათების ფარგლებში და არ დაგჭირდეთ კურსის შემდეგ დამატებითი დროის დახარჯვა;
  • თქვენი რესურსების დაზოგვის მიზნით, აგრეთვე გადმოგეცემათ კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მიერ მრავალფეროვანი წყაროების ანალიზისა და დამუშავების შედეგად შედგენილი საინფორმაციო-ანალიტიკური ​ბროშურა, რომელშიც ასახული იქნება მაქსიმალურად შემჭიდროებული მოცულობის, თუმცა თქვენთვის რელევანტური ყველა ინფორმაცია.

განათლების ევროპული ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას მოკლე ვადაში მიიღოთ ცოდნა და განათლება, რომლის პრაქტიკულ გამოყენებას სასწავლო კურსის დასრულებისთანავე შეძლებთ. სასწავლო კურსები შემუშავებულია კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორიცაა:

  • გამოცდისთვის, ტესტირებისთვის ან კონკურსისთვის მომზადება;
  • სფეროში არსებული სიახლეების შესწავლა;
  • ახალი სფეროს შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა;
  • დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციებისა და უნარების გამომუშავება.

თქვენთვის სასურველი მიზნების უკეთესად მისაღწევად, განათლების ევროპული ცენტრი შესაძლებლობას გაძლევთ თავად დაგვიკვეთოთ სასურველი სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების დასადასტურებლად, გადმოგეცემათ სერტიფიკატი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენს პროფესიულ წარმატებაში.