შინაარსობრივი კითხვები
განათლების ევროპული ცენტრი მოგცემთ ხარისხიან განათლებას, დაგიზოგავთ მიზნამდე მისაღწევად დროსა და რესურსს, ასევე მიგიყვანთ კონკრეტულ სასურველ შედეგამდე
ყოველი კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. სეთიფიკატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული კურსის საინფორმაციო ველში.
პირველ ეტაპზე შემოთავაზებული არის მხოლოდ სამართლის კურსები, თუმცა ცენტრი არ მუშაობს ვიწრო პროფილურად, ეტაპობრივად დაემატება სხვადასხვა მიმართულების კურსები და ღონისძიებები.
გაცდენა გავლენას ახდენს მხოლოდ სერთიფიკატის მიღება/არ მიღებაზე. კურსის ფარგლებში უნდა დაესწროთ მინიმუმ კურსის 70%-ს რათა მიიღოთ სერთიფიკატი.
ტექნიკური კითხვები
მოძებნეთ შესაბამისი კურსი და დააჭირეთ ღილაკს - რეგისტრაცია. მონაცემების გამოგზავნა არ ნიშნავს ავტომატურად კურსზე რეგისტრაციას. რეგისტირებულად ითვლება პირი, რომელიც გადაიხდის კურსის საფასურს განსაზღვრულ ვადაში და რეგისტრაციის დადებითი პასუხის შესახებ მიუვა სათანადო შეტყობინება.
მთავარ გვერდზე შეგიძლიათ რეგისტრაციის ველში შეიყვანოთ თქვენი სახელი და ელ. ფოსტა, რის შემდეგაც ავტომატურად ხდებით ECE-ს გამომწერი, რაც გულისხმობს იმას, რომ საიტზე დამატებული ყოველი
კურსი ავტომატურად გამოიგზავნება თქვენს ელ. ფოსტაზე და პირველები შეიტყობთ ინფორმაციას მათ შესახებ. გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რის შესახებაც ინფორმაცია მოგივათ ელ. ფოსტაზე.
კურსები როგორც წესი გათვლილი არის 15-დან 20 მსმენელამდე, რომლის შესახებ ინფორმაციაც დევს შესაბამისი კურსის საინფორმაციო ველში. თუ კურსზე იყო დიდი მოთხოვნა, აუცილებლად კურსები ჩაეშვება ნაკადებად, ისე რომ დააკმაყოფილოს მსმენელთა მოთხოვნა.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი სერთიფიკატი, ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი და კურსის ლექტორ(ებ)ი.
კურსები ჩატარდება განათლების ევროპული ცენტრის ტრენინგ სივრცეში მისამართზე - ს. ჩიქოვანის 9/11, პირველი სართული.