პერსონალურ მონაცემთა დაცვა

250.00 GEL
რეგისტრაცია
პერსონალურ მონაცემთა დაცვა

კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები

 

მიზანი სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს მისცეს ცოდნა პერსონალურ მონაცემთა  დაცვის სტანდარტების, მონაცემთა კატეგორიების, მონაცემთა დამმუშავებლებისა და უფლებამოსილი პირების, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებისა და პრინციპების, მონაცემთა დამუშავების პროცესისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების  შესახებ.
შინაარსი კურსის ფარგლებში გაანალიზდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა და პრაქტიკა, განხილული იქნება კონკრეტული საქმეები საერთაშორისო და ეროვნული პრაქტიკიდან. ყურადღება გამახვილდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებულ ევროპულ რეგულაციებზე.
შედეგები კურსის გავლის შემდეგ მსენელებს შეეძლებათ პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ნორმების ანალიზი, მათი სწორად გამოყენება და განმარტება, პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება.
სამიზნე ჯგუფი კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისა და მოხელეებისთვის, რომელთაც უწევთ პერსონალური მონაცემების დამუშავება და მონაცემთა დაცვის სტანდარტების დანერგვა.

 

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თემაზე ჩააბარონ გამოცდა, ტესტირება ან გაიარონ შესაბამისი კონკურსი;
  • მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
  • იმუშაონ სახელმწიფო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.

 

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება ორშაბათობით, 19:00.00 საათზე. კურსი დაიწყება 2018 წლის 19 თებერვალს და დამთავრდება 2018 წლის 26 მარტს.

 

კურსთან ლექტორის კავშირი:

თამარ ქალდანი

ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი. დელტის საერთაშორისო უნივერსიტეტის  მაგისტრი;
სამსახურებრივი პოზიცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
სფეროსთან კავშირი თამარ ქალდანი 2000 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციაში,  მათ შორის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „კანონის უზენაესობის სამართლიანობისათვის“ და რეგიონების განვითარების პროექტის დირექტორი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს სამართლის პროგრამის კოორდინატორი; დემოკრატიისა და არჩევნების საერთაშორისო ინსტიტუტის კონსულტანტი.

2008 წელს იგი ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამას და იკავებდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას. ამასთან, მას აქვს მდიდარი საექპერტო გამოცდილება, მათ შორის იყო პროექტების „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმის შეფასება“, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2012-2014 წლების სტრატეგიული გეგმის შეფასება“ და „დემოკრატიის შეფასების პროცესი საქართველოში“ ექსპერტი.

2013 წელს იგი არჩეულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად და დღემდე იკავებს აღნიშნულ თანამდებობას. იგი წარმოადგენს საქართველოს პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) ბიუროში. გარდა აღნიშნულისა, თამარ ქალდანს აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; 2014 წლიდან კითხულობს ლექციებს პერსონალური მონაცემების დაცვაზე სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში, სასწავლო პროგრამაში, ტრენინგსა თუ სამუშაო შეხვედრაში იურიდიული დახმარების, საპროცესო უფლებების, ინფორმაციის თავისუფლების, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, პირადი ცხოვრების დაცვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემებზე. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სახელმძღვანელოს და გამოცემისა ავტორი.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 6
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 12 საათი
  • რეგ. ვადა 16.02.2018
  • ფასი 250 ლ.
  • რაოდენობა 15
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დელტის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრი.
250.00 GEL
რეგისტრაცია