მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება და წარმომადგენლის როლი მედიაციაში

500.00 GEL
რეგისტრაცია
მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება და წარმომადგენლის როლი მედიაციაში

მედიაციის როლი და მნიშვნელობა

  • მედიაცია;
    • ინტერესზე დაფუძნებული მოლაპარაკების არსი;
    • დავის გადაწყვეტის არატრადიციული მეთოდი;
  • მედიაცია vs სამართალწარმოება;
  • მედიაცია მორიგება;
  • მედიაციის პრინციპები;
    • გადაწყვეტილების მიღება მხარეების მიერ;
    • მედიატორის მიუკერძოებლობა;
    • მედიაციის ნებაყოფლობითობა;
    • კონფიდენციალურობა;
    • ალტერნატივების შეუზღუდაობა;
  • მედიაციის სტადიები:
    • მედიატორის შესავალი სიტყვა;
    • მხარეთა (ადვოკატების) შესავალი სიტყვა;
    • ინფორმაციის შეგროვება (კითხვა-პასუხის ეტაპი);
    • პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია;
    • ალტერნატივების განხილვა/წარმოდგენა;
    • ალტერნატივების შემოწმება;
    • შეთანხმების მიღწევა/შეთანხმების წერილობით გაფორმება;
    • მხარეების ინფორმირება/დარწმუნება მედიაციაზე.

კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები

მიზანი კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს დავის გადაწყვეტის ისეთი ალტერნატიული საშუალება, როგორიც არის – მედიაცია.

მედიაცია ნოვაციაა ქართულ სამართლებრივ სივრცეში და შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები მომზადებული შეხვდნენ სიახლეებს და გაეცნონ დავის გადაწყვეტის ისეთ საშუალებას, რომელიც არის იაფი, სწრაფი და ფორმალური მოთხოვნებით ნაკლებად დატვირთული.

შინაარსი კურსის ფარგლებში გაანალიზდება მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების არსი, მნიშვნელობა, როლი და ადგილი დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ სხვა მექანიზმებს შორის; მოხდება მსმენელებისთვის მედიაციის დადებითი მხარეების გაცნობა, ისევე როგორც დეტალური ახსნა მედიაციის წარმოების სტადიების და ფაზების. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მედიაციაში ჩართული წარმომადგენლების იმ პრაქტიკულ უნარებზე, რაც მედიაციაში მონაწილე მხარის წარმომადგენლებს ესაჭიროებათ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.
შედეგები აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი უნდა იცნობდეს დავის გადაწყვეტის აღნიშნულ საშუალებას. მსმენელი დაეუფლება სამართლებრივი პრობლემის პრევენციისა და მის ადრეულ (წარმოშობის) ეტაპზე გადაწყვეტის ტექნიკასა და მეთოდიკას (საბაზისო დონეზე).
სამიზნე ჯგუფი კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული მოქალაქეებისათვის, ასევე სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომელთაც უწევთ ან მიაჩნიათ, რომ მოუწევთ კონფლიქტში ამა თუ იმ სახით და სტატუსით ჩართვა.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • მიღებული ინფორმაციის გამოყენებით მოახდინონ საკითხში სიღმისეული შემდგომი კვლევა.
  • იქონიონ პრაქტიკული უნარები, რაც სასარგებლოა მოლაპარაკებების წარმოებისას.
  • იქონიონ პრაქტიკული უნარები, რაც სასარგებლოა მიმდინარე კონფლიქტის შეთანხმებით დასრულებისთვის.
  • მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, კონკრეტული დავის ანალიზის შედეგად, სწორედ განსაზღვრონ მედიაციის გამოყენების პერსპექტივა დავის შეთანხმებით დასრულების მიზნებისათვის.
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობის საფასურს გადაიხდიან 20.06.2018-მდე ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით

კურსთან ლექტორის კავშირი

ირაკლი ყანდაშვილი

ხარისხი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
  • ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლის მაგისტრი (LL.M.)
სამსახურებრივი პოზიცია ადვოკატი, მედიატორი
სფეროსთან კავშირი ირაკლი ყანდაშვილი არის მოქმედი სასამართლო მედიატორი, მათ შორის არის კოლექტიური შრომითი დავების მოქმედი მედიატორი.

ირაკლი ყანდაშვილი არის „საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი.

ირაკლი ყანდაშვილი არის „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანა-ავტორი და არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი მედიაციის თემატიკაზე.

2012 წელს მიიღო „დავის ეფექტურად გადაწყვეტის“ ბრიტანული ცენტრის საერთაშორისო აკრედიტაცია (CEDR), ხოლო 2014 წელს, საქართველოს შრომის კოდექსში გატარებული ცვლილებების შემდგომ, გახდა შრომის მედიაციაში, ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პირველი კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი საქართველოში.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 2
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 12 საათი
  • რეგ. ვადა 01.07.2018
  • ფასი 500 ლ.
  • რაოდენობა 15
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლის მაგისტრი (LL.M.) ადვოკატი, მედიატორი.
500.00 GEL
რეგისტრაცია