სამართალწარმოება საერთაშორისო სასამართლოებში

400.00 GEL
რეგისტრაცია
სამართალწარმოება საერთაშორისო სასამართლოებში

საქმის წარმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფუნქციონირების პრინციპები;
  • გამოძიების წარმართვა კომპლემენტარობის პრინციპის ფარგლებში;
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არსებული დანაშაულები;
  • ადვოკატთა მიერ ბრალდებულთა დაცვის პრაქტიკული ასპექტები.

კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ საერთაშორისო სასამართლოებში საქმისწარმოება.

მიზანი სასწავლო კურსის მიზანია საერთაშორისო სასამართლოებში საქმისწარმოების პრაქტიკული ასპექტების დეტალური განხილვა.
შინაარსი კურსის ფარგლებში გაანალიზდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმისწარმოების პრაქტიკული საკითხები.
შედეგები კურსის გავლის შემდეგ მსენელებს შეეძლებათ დავა წარმართონ და საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები დაიცვან საერთაშორისო სასამართლოებში.
სამიზნე ჯგუფი კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირებისთვის.
სპეციალურად მონაწილეებისთვის დაიგეგმება სასწავლო ვიზიტი სტრასბურგსა და ჰააგაში. მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან სასამართლოების მუშაობის სპეციფიკას.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • შეიტანონ გამართული საჩივრები სტრასბურგის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში;
  • ეფექტურად წარმართონ დავა სტრასბურგის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში;
  • დაიცვან საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები სტრასბურგის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
  • დაიცვან კლიენტის ინტერესები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.
  • მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
  • იმუშაონ სახელმწიფო უწყებებში ან შესაბამის ორგანიზაციებში განხილულ საკითხებზე;
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.

 

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

 

კურსთან ლექტორის კავშირი

კურსს გაუძღვება ორი ლექტორი:

გოჩა ლორთქიფანიძე

ხარისხი ფორდამის უნივესრიტეტის დოქტორანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრი
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
სფეროსთან კავშირი გოჩა ლორთქიფანიძე 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე და უშუალოდ იყო ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

იგი საქართველოს სახელით მონაწილეობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) შემუშავების პროცესში.

2005 წელს იგი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.

2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულებას. გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენდა საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, აგრეთვე ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას 2017 წლის დეკემბერში გამართული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე.

გარდა აღნიშნული უმნიშვნელოვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილებისა გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში უძღვება სალექციო კურსებს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

ბექა ძამაშვილი

ხარისხი სამართლის დოქტორი, LLM Queen Mary University of London
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დაპარტამენტის უფროსი; საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი საერთაშორისო სასამართლოებში
სფეროსთან კავშირი ბექა ძამაშვილს გააჩნია სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა და უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება. 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უძღვება სალექციო კურსებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით.

არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია.

მას გააჩნია საერთასორისო სასამართლოებთან მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. 2015 წლიდან არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკონტაქტო პირი საქართველოში ხოლო 2016 წლიდან წარმოადგენს საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სასამართლოებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო; მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო). იგი საქართველოს მთავრობის ინტერესებს იცავს, როგორც საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავების ფარგლებში, აგრეთვე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. არის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი. იგი აგრეთვე კოორდინაციას უწევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესს საქართველოში.

 

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 4
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 12 საათი
  • რეგ. ვადა 01.07.2018
  • ფასი 600 ლ.
  • რაოდენობა 5
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
ფორდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
400.00 GEL
რეგისტრაცია