საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები – II მიღება
კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ როგორ გამოიყენონ ევროკავშირის სამართალი საქართველოში.
ადვოკატებს, რომლებიც არიან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები მიენიჭებათ განგრძობადი განათლებისათვის დადგენილი სავალდებულო კრედიტ ქულები. |
მიზანი | სასწავლო კურსის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტების დეტალური განხილვა. |
შინაარსი | კურსის ფარგლებში გაანალიზდება ევროკავშირის ორგანოებისა და სამართლის ფუნქციონირების საკითხები და მათი გავლენა პარტნიორ სახელმწიფოებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ასოცირების ხელშეკრულებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე. კერძოდ, განხილულ იქნება რა გავლენას ახდენს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობაზე და რა გამოწვევებთან არის დაკაშირებული სამართლებრივი ჰარმონიზაციის პროცესი. |
შედეგები | კურსის გავლის შემდეგ მსენელებს შეეძლებათ ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებებისა და შესაძლებელობების დრულად რეალიზება, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებული მსმენელები შეძლებენ უშუალოდ ჩაერთონ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. |
სამიზნე ჯგუფი | კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისა და მოხელეებისთვის, რომელთაც უწევთ ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა. |
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
- ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის სამართლის თემებზე ჩააბარონ გამოცდა, ტესტირება ან გაიარონ შესაბამისი კონკურსი;
- მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
- იმუშაონ სახელმწიფო უწყებებში ან შესაბამის ორგანიზაციებში ევროინტეგრაციის საკითხებზე;
- საჭიროების შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზებისთვის მიმართონ:
- სახელმწფიო უწყებებს;
- სასამართლოს.
- მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.
კურსი ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს ქალაქ ბრიუსელში.
სამუშაო შეხვედრები გაიმართება ხუთშაბათობით, 20:00 საათზე. კურსი დაიწყება 2019 წლის 21 თებერვალს.
2019 წლის 11 თებერვლამდე რეგისტრაციისა და ანგარიშსწორების შემთხვევაში მონაწილეები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
კურსთან ლექტორის კავშირი
კურსს გაუძღვება ორი ლექტორი:
გოჩა ლორთქიფანიძე
ხარისხი | ფორდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრი |
სამსახურებრივი პოზიცია | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
სფეროსთან კავშირი | გოჩა ლორთქიფანიძე 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე და უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
2005 წელს იგი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში და სხვებს შორის, უძღვებოდა ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებას. 2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულებას. გოჩა ლორთქიფანიძე გახლდათ საქართველოს მთავრობის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. გარდა აღნიშნული უმნიშვნელოვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილებისა გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში უძღვება სალექციო კურსებს ევროკავშირის სამართლის, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. |
ბექა ძამაშვილი
ხარისხი | სამართლის დოქტორი, ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრი (LLM, Queen Mary University of London) |
სამსახურებრივი პოზიცია | საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დაპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში |
სფეროსთან კავშირი | ბექა ძამაშვილს გააჩნია სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა და უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება. 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უძღვება სალექციო კურსებს „ევროკავშირის სამართალი“, „საქართველო-ევროკავშირის სამართლებრივი ურთიერთოებები“, „ევროინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები“.
არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია. მას გააჩნია ევროინტეგრაციის თემაზე მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) დამფუძნებელი საქართველოში. 2008–2011 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2011–2013 წლებში ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი. უშუალოდ იყო ჩართული ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. კერძოდ, ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს, რომელიც სამინისტროს შიგნით კოორდინაციას უწევდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას, რის ფარგლებშიც მონაწილეობდა არაერთი ნორმატიული აქტის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში. აგრეთვე, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობდა საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგსა და ასოცირების ქვეკომიტეტების სხდომებში. |
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 6
- Quizzes 0
- ხანგრძლივობა 12 საათი
- რეგ. ვადა 04.03.2019
- ფასი 500 ლ.
- რაოდენობა 20
- სერთიფიკატი კი
-
- ევროკავშირის ინსტიტუტები და მათი ფუნქციები
- ევროკავშირის სამართალი და საკანონმდებლო პროცედურები
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების წარმოშობა და განვითარება
- საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების არსი და მისი მნიშვნელობა
- ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და სამართლებრივი ეფექტი
- ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და საქართველოს ევროპული პერსპექტივა