პერსონალურ მონაცემთა დაცვა სასტუმრო მომსახურების სფეროში (GDPR)
მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები; კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, სანქციები და კანონის იძულებითი აღსრულება
- ვიდეოთვალთვალის განხორციელება;
- შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის კონტროლი;
- ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება;
- პირდაპირი მარკეტინგი;
- ფაილური სისტემის კატალოგის წარმოება და წარდგენა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები;
- მონაცემთა საზღვარგარეთ გადაცემა, ნებართვის პროცედურა;
- მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესი;
- სასამართლოსთვის მიმართვა;
- პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის;
- კანონის იძულებითი აღსრულება.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელებს ექნებათ ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ასპექტების შესახებ და შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაში დამოუკიდებლად გადაჭრან ამ მიმართულებით არსებული ძირითადი პრობლემური საკითხები.
მიზანი | სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს მისცეს ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო (მათ შორის უპირატესად ევროპული) რეგულაციების, სტანდარტების, მონაცემთა დამმუშავებლების, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების და მონაცემთა სუბიექტების უფლებამოსილებების ფარგლებისა და ვალდებულებების, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ. |
შინაარსი | კურსის ფარგლებში გაანალიზდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა და პრაქტიკა, გაანალიზებული იქნება სასტუმროების საქმიანობის ძირითადი პროცესები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო რეგულაციების, უპირატესად კი „მონაცემთა დაცვის ზოგადი ევროპული რეგულაციის (GDPR) ჭრილში. |
შედეგები | კურსის გავლის შემდეგ მსენელებს შეეძლებათ პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ნორმების ანალიზი და მათი სწორად გამოყენება. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა შიდა ორგანიზაციული პროცედურები მოიყვანონ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ძირითად შემთხვევებში დამოუკიდებლად გადაჭრან პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. |
სამიზნე ჯგუფი | კურსი განკუთვნილია როგორც სასტუმროს ბიზნესში დასაქმებული პირებისთვის ასევე თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისა და სპეციალისტებისთვის, რომლებიც გასცემენ სამართლებრივ კონსულტაციებს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ან ორგანიზაციებში ნერგავენ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. |
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თემაზე ჩააბარონ გამოცდა, ტესტირება ან გაიარონ შესაბამისი კონკურსი;
- მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
- იმუშაონ სახელმწიფო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
- მონაცემთა დამუშავების შიდა ორგანიზაციული პროცესები მოიყვანონ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
- დამოუკიდებლად გადაჭრან პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემური საკითხები;
- მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკითხის სამომავლოდ უფრო სიღრმისეულად შესწავლისთვის.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.
კურსთან ლექტორის კავშირი
დიმიტრი გუგუნავა
ხარისხი | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. |
სამსახურებრივი პოზიცია | სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი. |
სფეროსთან კავშირი | დიმიტრი გუგუნავა 2009 წლიდან მუშაობს სხვადასხვა არასამათავრობო და სამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. პარალელურად 2013 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაკავებულია სწავლებით სამართლის სფეროს სხვადასხვა დისციპლინაში.
2014-2015 წლებში იგი ხელმძღვანელობდა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების განვითარების სამსახურს. ამასთან, მას აქვს საექსპერტო გამოცდილებაც, მათ შორის იყო 2017 წელს ჩატარებული კვლევა სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით. 2015-2018 წლებში იგი მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სიტუაციური ანალიზის მენეჯერად აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფებისთვის ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის იყო 2017 წელს ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგი ადვოკატებისთვის, როგორც მომავალი ტრენერებისთვის (ToT). 2018 წლის მაისში დაინიშნა სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერად და დღემდე იკავებს აღნიშნულ პოზიციას. |
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 6
- Quizzes 0
- ხანგრძლივობა 12 საათი
- რეგ. ვადა 10.09.2018
- ფასი 700 ლ.
- რაოდენობა 15
- სერთიფიკატი კი
-
- შესავალი, მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩო და საკვანძო ცნებები
- სტუმრებისა და დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება (პირველი ნაწილი)
- სტუმრებისა და დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება (მეორე ნაწილი)
- მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები; მონაცემთა სუბიექტის უფლებები (პირველი ნაწილი)
- მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები; მონაცემთა სუბიექტის უფლებები (მეორე ნაწილი)
- მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები; კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, სანქციები და კანონის იძულებითი აღსრულება