სამართალწარმოება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებსა და სტრასბურგის სასამართლოში

უფასო
რეგისტრაცია
სამართალწარმოება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებსა და სტრასბურგის სასამართლოში

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ადვოკატის ლიცენზიის მქონე პირებს ან/და პრაქტიკოს იურისტებს.

მონაწილეობა უფასოა.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების დროს გამოიყენონ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტები;
  • გაეცნონ სტარსბურგის სასამართლოში საქმის წარმოების სპეციფიკებს.
  • შეიტანონ გამართული საჩივრები ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში და სტრასბურგის სასამართლოში;
  • ეფექტურად წარმართონ დავა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებსა და სტრასბურგის სასამართლოში;
  • დაიცვან საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
  • დაიცვან საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები სტრასბურგის სასამართლოში
  • მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.
მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია საქართველოში მოღვაწე ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოების საკითხებში.
შინაარსი: კურსის ფარგლებში გაანალიზდება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში და სტრასბურგის სასამართლოში საქმისწარმოების პრაქტიკული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიმართ წარმოებულ საქმეებზე.
შედეგები: კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების დროს გაითვალისწინონ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები, აგრეთვე მოამზადონ საჩივრები და დავა წარმართონ როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში, ისე სტრასბურგის სასამართლოში
სამიზნე ჯგუფი: კურსი განკუთვნილია ადვოკატებისთვის, რომლებიც საქმიანობას ეწევიან საქართველოში
ხანგრძლივობა: 20 საათი

 

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი, ლექტორი და პროექტის მხარდამჭერის წარმომადგენელი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება ონლაინ, Zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით. სამუშაო შეხვედრების დროები შეთანხმდება შერჩეულ მონაწილეებთან.

რეგისტრაციის ვადა: 3 თებერვალი 2021 წ.

ადგილები შეზღუდულია.

 

კურსთან ლექტორის კავშირი

კურსს გაუძღვება სამი ლექტორი

ძირითადი მომხსენებელი:

ბექა ძამაშვილი

ხარისხი სამართლის დოქტორი, ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრი (LLM, Queen Mary University of London)
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე,

წლების განმავლობაში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დაპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში

სფეროსთან კავშირი ბექა ძამაშვილს გააჩნია სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა და უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება. 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უძღვება სალექციო კურსებს „ევროკავშირის სამართალი“, „საქართველო-ევროკავშირის სამართლებრივი ურთიერთოებები“, „ევროინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები“.

არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია.

მას გააჩნია ევროინტეგრაციის თემაზე მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) დამფუძნებელი საქართველოში. 2008–2011 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2011–2013 წლებში ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი.

უშუალოდ იყო ჩართული ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. კერძოდ, ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს, რომელიც სამინისტროს შიგნით კოორდინაციას უწევდა ვიზალიბერალიზაციის  სამოქმედო გეგმის შესრულებას, რის ფარგლებშიც  მონაწილეობდა არაერთი ნორმატიული აქტის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში. აგრეთვე, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობდა საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგსა და ასოცირების ქვეკომიტეტების სხდომებში.

ნინო ნიკოლაიშვილი – იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

თამარ როსტიაშვილი – იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 0
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 20 საათი
  • რეგ. ვადა 03.02.2021
  • ფასი უფასო
  • რაოდენობა 20
  • სერთიფიკატი კი
Curriculum is empty.
Admin bar avatar
სამართლის დოქტორი, ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრი (LLM, Queen Mary University of London), საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წლების განმავლობაში ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დაპარტამენტს, იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში.
უფასო
რეგისტრაცია