საკორპორაციო სამართლის აქტუალური საკითხები

500.00 GEL 400.00 GEL
რეგისტრაცია
საკორპორაციო სამართლის აქტუალური საკითხები

კურსის გავლის შემდეგ მსემენს შეეძლება ნებისმიერი, მათ შორის რთული საკორპორაციო დავების კვალიფიციური წარმართვა.

მიზანი სასწავლო კურსის მიზანია ქართული საკორპორაციო სამართლის პრაქტიკული პრობლემების განხილვა, არსებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი გაანალიზება.
შინაარსი კურსის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის იმ საკითხებს რაც არეგულირებს სამეწარმეო საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებს, გაანალიზებული იქნება ისეთი პრობლემური საკითხები რაც დეტალურად არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, განხილული იქნება მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები.
შედეგები კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთესად გაიაზრონ საკორპორაციო სამართლის პრობლემური საკითხები, განიახლონ ცოდნა არსებული პრაქტიკის შესახებ და ეს ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში.
სამიზნე ჯგუფი კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

 

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მსმენელებს:

  • მიეწოდებათ განახლებული ცოდნა ქართული საკორპორაციო სამართლის აქტუალური პრობლემების შესახებ;
  • მიეწოდებათ ინფორმაცია საკორპორაციო სამართლის მიმართულებით არსებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ;
  • შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

კურსთან ლექტორის კავშირი

არჩილ ცერცვაძე

განათლება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი: ბაკალავრი – 2010, მაგისტრი – 2012;

გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო) – მაგისტრი (LLM) – საერთაშორისო ბიზნეს და ეკონომიკის სამართალი (2016).

სამუშაო გამოცდილება არჩილ ცერცვაძე 2016 წლიდან მუშაობს იურიდიულ კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ იურისტის პოზიციაზე. 2018 წლის თებერვლიდან იგი აგრეთვე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორის პოზიციაზე საკორპორაციო სამართლის მიმართულებით.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა იურისტად იურიდიულ კომპანია “J&T Consulting”-ში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში“ და აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე მოწვეულ ლექტორად.

სფეროსთან კავშირი არჩილ ცერცვაძე არის პრაქტიკოსი იურისტი რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს საკორპორაციო სამართლის საკითხებზე საქართველოში და ფლობს პრაქტიკულ გამოცდილებას ამ მიმართულებით. გარდა ამისა ევროკავშირისა და საერთაშორისო საკორპორაციო სამართლის აქტუალური საკითხები და პრობლემები იყო მისი სწავლის მთავარი საგანი გრონინგენის უნივერსიტეტში; საკორპორაციო სამართლის პრობლემები წარმოადგენდა მისი სამაგისტრო კვლევის საგანს ამავე უნივერსიტეტში;

იგი აგრეთვე არის საკორპორაციო სამართლის სხვადასხვა საკითხებზე რამდენიმე სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო გამოცემებში.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 4
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 12 საათი
  • რეგ. ვადა 10.10.2018
  • ფასი 400 ლ.
  • რაოდენობა 15
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი: ბაკალავრი - 2010, მაგისტრი - 2012; გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო) - მაგისტრი (LLM) - საერთაშორისო ბიზნეს და ეკონომიკის სამართალი (2016).
500.00 GEL 400.00 GEL
რეგისტრაცია