საავტორო სამართლის გამოყენება პრაქტიკაში
მომიჯნავე უფლებები
- მომიჯნავე უფლებების განმარტება;
- მომიჯნავე უფლებების წარმოშობა;
- მომიჯნავე უფლებების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები.
კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ საავტორო სამართლის რთული სამართლებრივი ნიუანსები, საავტორო სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სპეციფიკა, რის საფუძველზეც შეეძლება ამ სფეროში საქმიანობის კვალიფიციური განხორციელება. |
მიზანი | სასწავლო კურსის მიზანია საავტორო სამართლის ანალიტიკური გააზრება და მისი პრაქტიკული ასპექტების დეტალური განხილვა. |
შინაარსი | კურსის ფარგლებში გაანალიზდება ეროვნული კანონმდებლობა საავტორო უფლებების სფეროში, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში საავტორო უფლების განხორციელებისა და დაცვისათვის, როგორია კანონის გამოყენების პრაქტიკული და სასამართლო პრაქტიკა. აგრეთვე, განხილული იქნება სხვადასხვა პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება, საავტორო უფლებების დაცვის პრაქტიკული მექანიზმები და დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. |
შედეგები | კურსის გავლის შემდეგ მსენელებს შეეძლებათ საავტორო სამართლის მომწესრიგებელი კანონმდებლობის ზუსტი და სიღრმისეული გააზრება, ასევე ექნება ცოდნა, რომელსაც ის გამოიყენოს პრაქტიკაში. |
სამიზნე ჯგუფი | კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომელთაც უწევთ სხვა ადამიანების ინტერესების სამართლებრივი გზებით დაცვა. |
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
- საავტორო უფლებების სფეროში ჩააბარონ გამოცდა, ტესტირება ან გაიარონ შესაბამისი კონკურსი;
- მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
- მიცებული ცოდნის საფუძველზე დაინტერესბეულ პირებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია საავტორო უფლებების სფეროში.
- საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ან სხვისი საავტორო უფლების დასაცავად მიმართონ:
- საერთო სასამართლოებს სარჩელით;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს საჩივრით;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას საჩივრით
- უფლების დაცვის სხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებს.
- მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.
კურსთან ლექტორის კავშირი:
ზურაბ ბეჟშვილს გააჩნია საავტორო სამართლის როგორც პრაქტიკული ისე თეორიული გამოცდილება. ის არის დამფუძნებელი და დირექტორი პირველი ქართული მუსიკალური გამომცემლობისა (Music Publishing) და რექორდ ლეიბლისა (Record Label) – GMI Rights Management. GMI უწევს საავტორო უფლებების დაცვის სერვისს ქართველ კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს, ასევე უზურნველყოფს მუსიკალური ნაწარმოებების დისტრიბუციას ციფრულ სფეროში.
ის ასევე მუშაობდა ბრავო რექორდსის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, ასევე იყო საავტორო უფლებათა ასოციაციის უფროსი იურისტი. მას აქვს საავტორო უფლებების სფეროში მუშაობის 8 წლიანი პრაქტიკა და არის საავოტორო უფლებების დაცვის სპეციალიზებული ადვოკატი.
ზურაბ ბეჟაშვილს აქვს პრაქტიკული შეხება და იცავს მსოფლიოს მუსიკალური გიგანტების უფლებებს საქართველში, ისეთი კომპანიების როგორებიცაა Sony Music Entertainment, Warner Music Group და Universal Music Group.
იგი ასევე იცავს კინოთეატრების უფლებებს ფილმების უკანონო გავრცელების საკითხებში და აქვს პირატულ ვებ.გვერდებთან წარმატებით ბრძოლის პრაქტიკული გამოცდილება.
გარდა ამისა მას აქვს წიგნების გამომცემლობებთან, სტუდიებთან, აუდივოვიზუალური ნაწარმოების, მათ შორის ფილმისა და რეკლამის დამამზადებლებთან, არქიტექტორებთან, მხატვრებთან და სფეროში მოღვაწე სხვა ხელოვანებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების როლი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში“ ასევე მუშაობს სადოქტორო თემაზე სათაურით „საავტორო უფლებების დაცვის პრაქტიკული ასპექტები და აღსრულების სახელმწიფო მექანიზმები“.
ზურაბ ბეჟაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მას აქვს აკადემიური საქმიანობის ექვსწლიანი გამოცდილება, ასევე აქვს ტრენერად მუშაობის დიდი გამოცდილება.
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 6
- Quizzes 0
- ხანგრძლივობა 12 საათი
- რეგ. ვადა 25.04.2018
- ფასი 250 ლ.
- რაოდენობა 10
- სერთიფიკატი კი