ანტიდისკრიმინაციული კანონის პრქტიკული გამოყენება
კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ ანტიდისკრიმინაციული კანონის გამოყენებით როგორ დაიცვან თავი და სხვა პირები ნებისმიერ სფეროში დისკრიმინაციისგან. |
მიზანი | სასწავლო კურსის მიზანია დისკრიმინაციის სამართლებრივი ბუნების ანალიტიკური გააზრება და მისგან დასაცავად არსებული პრაქტიკული საშუალებების დეტალური განხილვა. |
შინაარსი | კურსის ფარგლებში გაანალიზდება რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ანტიდისკრიმინაციული კანონის („დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი) საფუძველზე, როგორია კანონის გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა. აგრეთვე, განხილული იქნება საერთაშორისო დოენზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები და მათი ეფექტურობა. |
შედეგები | კურსის გავლის შემდეგ მსენელებს შეეძლებათ თანასწორობის დარღვევის შემთხვევაში სწორად გამოიყენონ არსებული კანონმდებლობა და ინსტიტუციური მექანიზმები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. |
სამიზნე ჯგუფი | კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომელთაც უწევთ სხვა ადამიანების ინტერესების სამართლებრივი გზებით დაცვა. |
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
- თანასწორობისა და დისკრიმინაციის თემებზე ჩააბარონ გამოცდა, ტესტირება ან გაიარონ შესაბამისი კონკურსი;
- მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
- საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ან სხვისი თანასწორობის უფლების დასაცავად მიმართონ:
- საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით;
- საერთო სასამართლოებს სარჩელით;
- საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით;
- სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით;
- გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით;
- უფლების დაცვის სხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებს.
- მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.
სამუშაო შეხვედრები გაიმართება ხუთშაბათობით, 19:00.00 საათზე. კურსი დაიწყება 2018 წლის 15 მარტს და დამთავრდება 2018 წლის 19 აპრილს.
კურსთან ლექტორის კავშირი
ბექა ძამაშვილს გააჩნია სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა და უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება. მისი სადოქტორო დისერტაცია სწორედ თანასწორობის უფლებასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს მიეძღვნა („თანასწორობის უფლების პრობლემური ასპექტები თანამედროვე სამართალში და მისი სათანადო რეალიზების ხელშემშლელი გარემოებები საქართველოში“), რომლის ფარგლებშიც გაანალიზა თანასწორობის უფლების პრაქტიკაში რეალიზების ასპექტები და შესაძლებლობები. დისერტაცია 2017 წლის 24 ივლისს დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი შეფასებით – summa cum laude.
2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტბში უძღვება სალექციო კურსების ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის თანასწორობის სამართალში სალექციო კურსისა და სახელმძღვანელოს ავტორი. აგრეთვე, დისკრიმინაციის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს ხუთზე მეტი სამეცნიერო სტატია. მას გააჩნია დისკრიმიანციის თემაზე მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. უშუალოდ იყო ჩართული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებისა და მისი საჯარო განხილვების პროცესში. არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათ შორის დისკრიმინაციის საქმეებზე. აგრეთვე არის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი. 2013-2016 წლებში იყო ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ასევე ევროსაბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC) საკონტაქტო პირი საქართველოში. |
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 6
- Quizzes 0
- ხანგრძლივობა 12 საათი
- რეგ. ვადა 08.04.2018
- ფასი 250 ლ.
- რაოდენობა 10
- სერთიფიკატი კი
-
კურსის შინაარსი
- თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა
- დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს კანონმდებლობა
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების ანალიზი
- ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი განმარტებები
- ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე სახალხო დამცველის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი განმარტებები
- თანასწორობის უფლების დაცვა საერთაშორისო დონეზე