ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა (II მიღება)

400.00 GEL 200.00 GEL
რეგისტრაცია
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა (II მიღება)

ნასამართლობა, ამნისტია, შეწყალება

  • ნასამართლობის ვადაზე ადრე მოხსნა და გაქარწყლება;
  • არასრულწლოვანთან მიმართებაში ნასამართლობის გაქარწყლების თავისებურებანი;
  • ამნისტიის აქტის გამოცემისას მსჯავრდებულის/ბრალდებულის გათავისუფლება;
  • შეწყალების აქტის გამოცემისას მსჯავრდებულის/ბრალდებულის გათავისუფლება;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდებულის/ბრალდებულის გათავისუფლება;

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ასევე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებათა რეალიზაციის პრაქტიკული აქტუალური საკითხები.

ადვოკატებს, რომლებიც არიან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები მიენიჭებათ განგრძობადი განათლებისათვის დადგენილი სავალდებულო კრედიტ ქულები.

მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემაში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების პრაქტიკული ასპექტების დეტალური განხილვა.
შინაარსი კურსის ფარგლებში გაანალიზდება სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. განსაკუთრებული ყურარდღება დაეთმობა ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს და სამომავლო გეგმებს.
შედეგები კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულად განახორციელონ ბრალდებულთა და მსაჯვრდებულთა უფლებების დაცვის ეფექტური კანონშესაბამისი ღონისძიებები. სხვადასხვა სფეროს დამწყებ და პრაქტიკოს იურისტებს ან/და მონიტორებს, შეუქმნის ნათელ წარმოდგენას ამა თუ იმ საკანონმდებლო მექანიზმის რეალურ დროში განხორციელების შესახებ, რათა უშუალოდ ჩაერთონ დახურულ სისტემაში ადამიანის უფლებების უკეთ დაცვაში.
სამიზნე ჯგუფი კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისა და ყველა იმ პირისათვის, რომელთაც უწევთ დახურულ ინსტიტუციებში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა.

 

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
  • იმუშაონ სახელმწიფო უწყებებში ან შესაბამის ორგანიზაციებში დახურულ სისტემებში ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის მინიჭებული უფლებების რეალიზებისთვის მიმართონ:
    • სახელმწიფო უწყებებს;
    • სასამართლოს.
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.

 

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

სამუშაო შეხვედრები შედგება პარასკევობით 19:00 საათზე, და დაიწყება 2019 წლის 7 ივნისს.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სარგებლობენ 50%-იანი ფასდაკლებით.

კურსთან ლექტორის კავშირი:

ლევან ძნელაძე

ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი
სამსახურებრივი პოზიცია თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი
სფეროსთან კავშირი ლევან ძნელაძე 2007 წელს სტაჟირების გზით საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოხვედრიდან, პროკურორად მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. 2013 წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას.

2013 წლის ბოლოდან არის საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების და

პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო

ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი. ლევან ძნელაძე დღემდე აქტიურად არის ჩართული დახურულ სისტემებში ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების დაცვისა და განმტკიცების პროცესში.

გარდა აღნიშნული უმნიშვნელოვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილებისა, ლევან ძნელაძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები. აქვს სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის პრაქტიკა.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 6
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 12 საათი
  • რეგ. ვადა 05.06.2019
  • ფასი 400 ლ.
  • რაოდენობა 10
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი
400.00 GEL 200.00 GEL
რეგისტრაცია