აკადემიური ნაშრომის მომზადება
კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ სამართალში საკვალიფიკაციო ნაშრომის (სამაგისტრო და სადოქტორო) შექმნის პრინციპები და ძირითადი თავისებურებანი.
მიზანი | სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს მისცეს ცოდნა სამართლის სფეროში საკვალიფიკაციო ნაშრომების შექმნასთან დაკავშირებით, მიაწოდოს ის არსებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მაღალი დონის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების, ასევე, სტატიებისა და მცირე კვლევითი შრომების დასაწერად. |
შინაარსი | კურსის ფარგლებში გაანალიზდება საკვლაფიკაციო ნაშრომის შექმნის პროცესი და წერის ორგანიზების ძირითადი მახასიათებლები, კვლევის მეთოდები და სტილი, რომელიც აუცილებელია ნაშრომის შესაქმნელად; განიხილება საკვლევი თემატიკის განსაზღვრისა და პრობლემაზე ორიენტირებული ნაშრომის ადეკვატური სათაურის ჩამოსაყალიბებლად საჭირო საკითხები, მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე და მნიშვნელოვანი წყაროების მოძიებისა და დამუშავების თანამედროვე მიდგომებს, ნაშრომის სტრუქტურის შექმნის აუცილებელ წესებს, ციტირებისა და წყაროთა მითითების საკვანძო ტექნიკასა და სტანდარტს. |
შედეგები | კურსის გავლის შემდეგ მსენელებს შეეძლებათ საკვალიფიკაციო ნაშრომების შექმნა, კვალიფიციური ნაშრომების შეფასება, სხვადასხვა წყაროს მოძიება და ანალიზი, ნაშრომთა საჯარო დაცვა და აუდიტორიის წინაშე წარდგენა. |
სამიზნე ჯგუფი | კურსი განკუთვნილია როგორც სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის უფროსკურსელების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე, ნებისმიერი პირისთვის, ვინც დაინტერესებულია მაღალი დონის აკადემიური ნაშრომების შექმნით. |
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:
- კვალიფიციური საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შექმნა;
- სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა და წყაროთა ანალიზი;
- თანამედროვე ლიტერატურის, სასამართლო პრაქტიკის მოძიება;
- კვლევის ორგანიზება და წერის პროცესში დროის ეფექტური მართვა;
- სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი და შეფასება;
- აკადემიური მოხსენების მომზადება და ნაშრომის საჯარო დაცვისთვის წარდგენა.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.
სამუშაო შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ შემდეგი გრაფიკით:
- 2018 წლის 13 მარტი, სამშაბათი, 19:00 სთ.
- 2018 წლის 17 მარტი, შაბათი, 19:30 სთ.
- 2018 წლის 20 მარტი, სამშაბათი, 19:00 სთ.
- 2018 წლის 24 მარტი, შაბათი, 19:30 სთ.
- 2018 წლის 27 მარტი, სამშაბათი, 19:00 სთ.
- 2018 წლის 3 აპრილი, სამშაბათი, 19:00 სთ.
კურსთან ლექტორის კავშირი:
დიმიტრი გეგენავა
ხარისხი | სამართლის დოქტორი, Ph.D. in Law |
სამსახურებრივი პოზიცია | სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (Jmg & Partners) მმართველი პარტნიორი, ადვოკატი |
სფეროსთან კავშირი | დიმიტრი გეგენავა მოღვაწეობს როგორ აკადემიურ სფეროში, ისე სამართლის პრაქტიკაში. არის 45-მდე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სტატიებისა და თარგმანების, ავტორი. მისი თარგმნილია ქართულ ენაზე ჰანს კელზენის, გუსტავ რადბრუხის, ვინფრიდ ჰასემერის, მარტინ ლუთერ კინგისა და ჯონ ფინის ნაშრომები.
2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კონსტიტუციური შეთანხმება, როგორც ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობის სამართლებრივი ფორმა და მისი აღსრულება საქართველოში“. (შეფასება Summa Cum Laude). დიმიტრი გეგენავა არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ასევე, იკავებს აკადემიურ თანამდებობებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში. 2017 წლიდან ეწევა იურიდიულ პრაქტიკას კომპანია „ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ ფარგლებში, არის ამავე კომპანიის მმართველი პარტნიორი და საჯარო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. 2013 წლიდან დღემდე იკავებს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორისა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს. 2018 წლიდან მიღებულია სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის წევრად. |
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 6
- Quizzes 0
- ხანგრძლივობა 12 საათი
- რეგ. ვადა 11.03.2018
- ფასი 250 ლ.
- რაოდენობა 15
- სერთიფიკატი კი