სამართალწარმოება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

უფასო
რეგისტრაცია
სამართალწარმოება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ადვოკატის ლიცენზიის მქონე პირებს ან/და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

მონაწილეობა უფასოა.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების დროს გამოიყენონ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტები;
  • შეიტანონ გამართული საჩივრები ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში;
  • ეფექტურად წარმართონ დავა ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში;
  • დაიცვან საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
  • მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.
მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია საქართველოში მოღვაწე ადვოკატების კვალიფიკაციის ამაღლება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
შინაარსი: კურსის ფარგლებში გაანალიზდება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში საქმისწარმოების პრაქტიკული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიმართ წარმოებულ საქმეებზე.
შედეგები: კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების დროს გაითვალისწინონ გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ დადგენილი სტანდარტები, აგრეთვე მოამზადონ საჩივრები და დავა წარმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში.
სამიზნე ჯგუფი: კურსი განკუთვნილია ადვოკატებისთვის, რომლებიც საქმიანობას ეწევიან საქართველოში
ხანგრძლივობა: 14 საათი

 

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება შემდეგი განრიგით:

  • 2019 წლის 28 ნოემბერი ხუთშაბათი, 19:00 (3 სთ)
  • 2019 წლის 08 დეკემბერი კვირა 10:00 (8 სთ)
  • 2019 წლის 10 დეკემბერი სამშაბათი 19:00 (3 სთ)

რეგისტრაციის ვადა: 27 ნომბერი 2019 წ.

 

 

კურსთან ლექტორის კავშირი

კურსს გაუძღვება ორი ლექტორი:

გოჩა ლორთქიფანიძე

ხარისხი ფორდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრი
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
სფეროსთან კავშირი გოჩა ლორთქიფანიძე 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე და უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

2005 წელს იგი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში და სხვებს შორის, უძღვებოდა ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის  მიმართულებას.

2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულებას. გოჩა ლორთქიფანიძე გახლდათ საქართველოს მთავრობის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში.

გარდა აღნიშნული უმნიშვნელოვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილებისა გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტებში უძღვება სალექციო კურსებს ევროკავშირის სამართლის, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ბექა ძამაშვილი

ხარისხი სამართლის დოქტორი, ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრი (LLM, Queen Mary University of London)
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დაპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში
სფეროსთან კავშირი ბექა ძამაშვილს გააჩნია სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის მრავალწლიანი პრაქტიკა და უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილება. 2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უძღვება სალექციო კურსებს „ევროკავშირის სამართალი“, „საქართველო-ევროკავშირის სამართლებრივი ურთიერთოებები“, „ევროინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები“.

არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო სტატია.

მას გააჩნია ევროინტეგრაციის თემაზე მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება. არის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) დამფუძნებელი საქართველოში. 2008–2011 წლებში იყო აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2011–2013 წლებში ასოციაციის (ELSA) პრეზიდენტი.

უშუალოდ იყო ჩართული ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. კერძოდ, ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს, რომელიც სამინისტროს შიგნით კოორდინაციას უწევდა ვიზალიბერალიზაციის  სამოქმედო გეგმის შესრულებას, რის ფარგლებშიც  მონაწილეობდა არაერთი ნორმატიული აქტის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში. აგრეთვე, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობდა საქართველო-ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგსა და ასოცირების ქვეკომიტეტების სხდომებში.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 3
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 14 საათი
  • რეგ. ვადა 27.11.2019
  • ფასი უფასო
  • რაოდენობა 20
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
ფორდამის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
უფასო
რეგისტრაცია