სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების აქტუალური პრაქტიკული საკითხები

400.00 GEL
რეგისტრაცია
სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების აქტუალური  პრაქტიკული საკითხები

ბრალდებულის ძირითადი უფლებები

  • ბრალდებულის უფლებები დაკავებისას;
  • ბრალდებულის უფლებები ბრალდებულად ცნობისას;
  • ბრალდებულის უფლებები დაუსწრებლად ბრალდებულად ცნობისას;
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ დევნის განხორციელების აქტუალური პრაქტიკული საკითხები, ასევე ბრალდებულის უფლებათა რეალიზაციისა და დაცვის მექანიზმების შესახებ
მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმის და ბრალდებულის უფლებათა დაცვის   პრაქტიკული ასპექტების დეტალური განხილვა.
შინაარსი კურსის ფარგლებში გაანალიზდება სისხლის სამართლებრივ დევნასთან და ბრალდებულის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს და სამომავლო გეგმებს.
შედეგები კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულად განახორციელონ ბრალდებულთა უფლებების დაცვის ეფექტური კანონშესაბამისი ღონისძიებები. სხვადასხვა სფეროს დამწყებ და პრაქტიკოს იურისტებს ან/და მონიტორებს, შეუქმნის ნათელ წარმოდგენას დევნის მექანიზმის რეალურ დროში განხორციელების შესახებ, რათა უშუალოდ ჩაერთონ ბრალდებულის უფლებების უკეთ დაცვაში.
სამიზნე ჯგუფი კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისა და ყველა იმ პირისათვის, რომელთაც უწევთ ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა.

 

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

  • მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
  • იმუშაონ სახელმწიფო უწყებებში ან შესაბამის ორგანიზაციებში ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებზე;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთათვის მინიჭებული უფლებების რეალიზებისთვის მიმართონ:
    • სახელმწიფო უწყებებს;
    • სასამართლოს.
  • მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორ ენოვანი სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერენ ცენტრის უფლებამოსილი პირი და ლექტორი.

კურსთან ლექტორის კავშირი:

ლევან ძნელაძე

ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი
სამსახურებრივი პოზიცია საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი      
სფეროსთან კავშირი ლევან ძნელაძე 2007 წელს სტაჟირების გზით საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოხვედრიდან, პროკურორად მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. 2013 წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას.

2013 წლის ბოლოდან არის საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების და

პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო

ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი. ლევან ძნელაძე დღემდე აქტიურად არის ჩართული დახურულ სისტემებში ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების დაცვისა და განმტკიცების პროცესში.

გარდა აღნიშნული უმნიშვნელოვნელოვანესი პრაქტიკული გამოცდილებისა, ლევან ძნელაძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები. აქვს სფეროს ფართო თეორიული ცოდნა, ლექტორობისა და ტრენერობის პრაქტიკა.

კურსის მახასიათებლები

  • ლექციები 6
  • Quizzes 0
  • ხანგრძლივობა 12 საათი
  • რეგ. ვადა 26.11.2018
  • ფასი 400 ლ.
  • რაოდენობა 15
  • სერთიფიკატი კი
Admin bar avatar
თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი
400.00 GEL
რეგისტრაცია